,,ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. მისი თქმით, შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს.

“ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი – სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება”, – აცხადებს ბჟანია.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კეთდება.

მსგავსი თემები