ქორწილში, ბაბუამ 12 წლის შვილიშვილი შემთხვევითი დაჭრა

აშშ-ში ბაბუას, რომელმაც შემთხვევით ესროლა თავის 12 წლის შვილიშვილს ბრალი წაუყენეს.

62 წლის მაიკლ გარდნერი ზეიმს ხელმძღვანელობდა დენტონში Hillcrest Events-ზე.  დაახლოებით საღამოს 5 საათზე კი სტუმრების ყურადღების მიპყრობის მიზნით მან რევოლვერი ჰაერში გაისროლა.

გარდნერმა „გადაწყვიტა, მოეპყრო ყველას ყურადღება და ქორწილი ხმაურით დაეწყო. როდესაც მან გადაწყვიტა ამ რევოლვერის ჩაქუჩი უკან დაებრუნებინა, ის ჩამოცურდა და ესროლა მის შვილიშვილს მარცხენა მხარში, რამაც დაზიანება გამოიწვია“, – განაცხადა ლანკასტერის ოლქის შერიფის ოფისის უფროსმა მოადგილემ, ბენ ჰუჩინმა.

ბიჭის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდნერი ბავშვზე ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანის დაჭრის ბრალდებით არის დაკავებული.

მსგავსი თემები