ევროპაში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  რუსეთს ევროპაში ბევრი მეგობარ ჰყავს. მისი თქმით, მათი მხარდამჭერები ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ და საკუთარ პოზიციას სხვებს არ ახვევენ.

,,იცით, ჩვენი ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები გაქრა, ძალიან აგრესიულად იქცევიან, განსაკუთრებით ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავდროულად, ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ, ძალიან მაღალია. ისინი უბრალოდ, ჩუმად არიან და საკუთარ პოზიციას სხვებს თავზე არ ახვევენ – აცხადებს პუტინი.

მსგავსი თემები