რუსეთმა ომში დაახლოებით 280 470 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 280 470 ჯარისკაცი დაკარგა.

უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები  ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 280 470; ტანკი – 4 757;  ჯავშანტექნიკა – 9 052;  საარტილერიო სისტემა – 6 643; სარაკეტო სისტემა – 804; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 315; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 129; საკრუიზო რაკეტები – 1 530; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 980;  გემი/ნავი/კატარღა – 20; წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 948.

მსგავსი თემები