უკრაინა ზრდის იარაღის შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-ში და მის გარეთ – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა იარაღის შიდა  და ერთობლივ წარმოებას ზრდის პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ. ,,რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და ერთობლივ წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ”,- წერს კულება.

მეტი...

ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა,ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერა მუდმივია და არ არის დამოკიდებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე – ბორელი

უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერა მუდმივია და არ არის დამოკიდებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელები იბრძვიან გაბედულად და იმ შესაძლებლობებით, რაც მათ აქვთ. „უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გაგრძელდება ომი უახლოეს დღეებში ან კვირებში“, – განაცხადა ბორელმა.  

მეტი...

დედამიწას პოტენციურად საშიში, 671-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება

NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის (JPL) ინფორმაციით, დედამიწას პოტენციურად საშიში, 671-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება. დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,3 მილიონი კმ-ია, ასტეროიდის სიჩქარე კი საათში 75 456 კმ-ია. ასტეროიდი 349507 (2008 QY) დედამიწასთან სამშაბათს, 3 ოქტომბერს  გაივლის. თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას “პოტენციურად საშიშ ობიექტად” მიიჩნევს.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 279 080 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 279 080 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 279 080; ტანკი – 4 717;  ჯავშანტექნიკა – 9 000;  საარტილერიო სისტემა – 6 525; სარაკეტო სისტემა – 801; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 061; საკრუიზო რაკეტები – 1 529; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 909;  გემი/ნავი/კატარღა – 20  წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 938.

მეტი...

ეთიოპიაში მალარიის ეპიდემია გამოცხადდა

ეთიოპიაში მალარიის ეპიდემია გამოცხადდა. დაავადებამ ბოლო ორ თვეში დაახლოებით 36 ადამიანი იმსხვერპლა. გადამდები დაავადება ორომორიის 16 რაიონში ფიქსირდება. დაავადების მასშტაბი წინა წელთან შედარებით 168%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, მედიკამენტების და ჟანგბადის დეფიციტია. ოფიციალურმა პირები არ აკონკრეტებენ დაღუპულთა ან მალარიით დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ორ რაიონში, მაგრამ მან დახმარება მოითხოვა ჯანმრთელობის გადაუდებელი სიტუაციის მოსაგვარებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ჯანდაცვის ცენტრები გაძარცვულია, რაც ადგილობრივების საჭირო აღჭურვილობით მკურნალობას ართულებს.  

მეტი...

საბერძნეთში 50 წლის ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თვალწინ მოკლეს

საბერძნეთში, 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი 74 წლის ბერძენმა ცოლ-შვილის თვალწინ მოკლა. დაჭრილია მოკლულის მეუღლეც. შემთხვევა ქართველების სახლში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევამდე ყველა ერთად წვეულებაზე იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ მხარეებს შორის შელაპარაკება, ან დაპირისპირება არ უძღოდა. მკვლელობაში ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ ქართველმა მას სასმელში “რაღაც ჩაუყარა”, რაც საბოლოოდ თავდასხმის მიზეზი გახდა. წყარო: პრაიმტაიმი  

მეტი...

თბილისში, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა.  შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას  ქვეითი გარდაცვლილი დახვდა. მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. წყარო: ფორტუნა

მეტი...

,,მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- 112 მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს. “2-3 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – ნათქვამია 112-ის მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

მეტი...