უკრაინა ზრდის იარაღის შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-ში და მის გარეთ – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა იარაღის შიდა  და ერთობლივ წარმოებას ზრდის პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ.

,,რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და ერთობლივ წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ”,- წერს კულება.

მსგავსი თემები