ეთიოპიაში მალარიის ეპიდემია გამოცხადდა

ეთიოპიაში მალარიის ეპიდემია გამოცხადდა. დაავადებამ ბოლო ორ თვეში დაახლოებით 36 ადამიანი იმსხვერპლა.

გადამდები დაავადება ორომორიის 16 რაიონში ფიქსირდება. დაავადების მასშტაბი წინა წელთან შედარებით 168%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, მედიკამენტების და ჟანგბადის დეფიციტია. ოფიციალურმა პირები არ აკონკრეტებენ დაღუპულთა ან მალარიით დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ორ რაიონში, მაგრამ მან დახმარება მოითხოვა ჯანმრთელობის გადაუდებელი სიტუაციის მოსაგვარებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ჯანდაცვის ცენტრები გაძარცვულია, რაც ადგილობრივების საჭირო აღჭურვილობით მკურნალობას ართულებს.

 

მსგავსი თემები