“ამნისტია პოლიციელზეც გავრცელდება” – “ქართული ოცნება”

ამნისტიის პროექტის პარლამენტში ინიცირებამდე, პოლიტიკური პარტიები სავარაუდოდ, ევროკავშირის ოფისში დღესაც შეიკრიბებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ისეთ მუხლებზე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენებას ეხება.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შარ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ტექსტში საუბარია, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს.

“შეთანხმების ტექსტში საუბარია, რომ ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის აქტი. ამიტომ ეს ყველა ფიგურანტზე გავრცელდება, მათ შორის პოლიციელზეც.

როდესაც არგუმენტად მოყვანილი იყო, რომ როცა არის არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი, რომელიც საერთაშორისო კონვენციით არ რეგულირდება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაზე არ გავრცელდება, მაგრამ ამ მოცემულ სიტუაციაში, ჩვენ ასეთი ფაქტი არ გვაქვს,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

მსგავსი თემები