უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერა მუდმივია და არ არის დამოკიდებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე – ბორელი

უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერა მუდმივია და არ არის დამოკიდებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები იბრძვიან გაბედულად და იმ შესაძლებლობებით, რაც მათ აქვთ.

„უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გაგრძელდება ომი უახლოეს დღეებში ან კვირებში“, – განაცხადა ბორელმა.

 

მსგავსი თემები