საბერძნეთში 50 წლის ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თვალწინ მოკლეს

საბერძნეთში, 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი 74 წლის ბერძენმა ცოლ-შვილის თვალწინ მოკლა. დაჭრილია მოკლულის მეუღლეც.

შემთხვევა ქართველების სახლში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევამდე ყველა ერთად წვეულებაზე იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ მხარეებს შორის შელაპარაკება, ან დაპირისპირება არ უძღოდა.

მკვლელობაში ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ ქართველმა მას სასმელში “რაღაც ჩაუყარა”, რაც საბოლოოდ თავდასხმის მიზეზი გახდა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

მსგავსი თემები