რუსეთმა ომში დაახლოებით 279 080 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 279 080 ჯარისკაცი დაკარგა.

უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 279 080; ტანკი – 4 717;  ჯავშანტექნიკა – 9 000;  საარტილერიო სისტემა – 6 525; სარაკეტო სისტემა – 801; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 061; საკრუიზო რაკეტები – 1 529; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 909;  გემი/ნავი/კატარღა – 20  წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 938.

მსგავსი თემები