დედამიწას პოტენციურად საშიში, 671-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება

NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის (JPL) ინფორმაციით, დედამიწას პოტენციურად საშიში, 671-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება.

დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,3 მილიონი კმ-ია, ასტეროიდის სიჩქარე კი საათში 75 456 კმ-ია.

ასტეროიდი 349507 (2008 QY) დედამიწასთან სამშაბათს, 3 ოქტომბერს  გაივლის.

თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას “პოტენციურად საშიშ ობიექტად” მიიჩნევს.

მსგავსი თემები