ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსმა ოლიგარქებმა 13 მილიარდი ევრო დაკარგეს

რუსმა ოლიგარქებმა და რუსულმა ორგანიზაციებმა, ევროკავშირის სანქციების შედეგად, დაახლოებით 13 მილიარდი ევრო დაკარგეს.

ოლიგარქებებმა წვდომა დაკარგეს 12,5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირადღირებულ იახტებზე, ვერტმფრენებზე, ნახატებზე, უძრავ ქონებასა და სხვა აქტივებზე.

„რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ოდენობა თითქმის გაორმაგდა აპრილში 6,7 მილიარდი ევროდან 12,5 მილიარდ ევრომდე“,- განაცხადა ევროკომისიის იუსტიციის სპიკერმა კრისტიან ვიგანდმა.

კრისტიან ვიგანდის განცხადებით, გაყინული აქტივების ასეთი მკვეთრი ზრდა, დაკავშირებულია ბოლო კვირების განმავლობაში რუსი ოლიგარქების კუთვნილი მრავალი ობიექტის იდენტიფიცირებასთან.

მსგავსი თემები