თავდასხმა უკრაინის პორტებზე არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე – ზელენსკი

„ყოველი პორტზე თავდასხმა არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ დაადასტურა გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო იერიში უკრაინის პორტებზე.

„ყოველი პორტზე თავდასხმა არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე, დარტყმა სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე აფრიკასა და აზიაში. ძირითადი რამ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებას, ეს არის საკვები. მსოფლიოში არცერთ სხვა ტერორისტს, რუსეთის გარდა, არასოდეს დაუმიზნებია ამდენი ერის უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ასე ღიად და მიზანმიმართულად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები