კაცი, რომელსაც ბათუმში სკუტერი დაეჯახა გარდაიცვალა

კაცი, რომელსაც ბათუმში სკუტერი დაეჯახა გარდაიცვალა. ტელეკომპანია თრიალეთის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის ბიჭი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდში ცხოვრობდა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდაა ზღვაში სკუტერით მეგობართან ერთად შევიდა.  მამაკაცი ცურავდა, რა დროსაც სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.

მსგავსი თემები