პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე პროვოკაციებს ელის

„ჩვენ მუდმივად ველით პროვოკაციებს პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე“, –  ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვონსიკმა განაცხადა.

მისი თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს სურს, ჩაერიოს პოლონეთის არჩევნებში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სხვადასხვა პროვოკაციის განსახორციელებლად.

,,ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას და ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლუკაშენკა დიდი ალბათობით შეეცდება ჩაერიოს პოლონეთის არჩევნებში ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გზით, მაგალითად, სხვადასხვა პროვოკაციების გზით. ამის მაგალითი იყო ბელორუსული ვერტმფრენები,”- განაცხადა ვონსიკმა.

 

მსგავსი თემები