„ვერტმფრენმა, რომელშიც პრეზიდენტი იმყოფებოდა უხეში დაშვება განახორციელა“ – ირანის შსს

„ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან“  – ინფორმაციას Reuters ირანის შინაგან საქმეთა მინისტრ აჰმედ ვაჰიდზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, კი ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენში რაისთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.

ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.

მსგავსი თემები