დუდამ არჩევნების დღეს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონში ცვლილებას ხელი მოაწერა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ხელი მოაწერა ეროვნული რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილებას, რაც საშუალებას მისცემს პლებისციტის ჩატარებას 15 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს.

ცვლილებებით შესაძლებელი ხდება, პოლონეთში საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან ევროპარლამენტის არჩევნების დღეს ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდეს.

რეფერენდუმზე პირველი კითხვა  მნიშვნელოვანი სახელმწიფო აქტივების უცხოურ იურიდიულ პირებზე მიყიდვას ეხება, მეორე საპენსიო ასაკის გაზრდას, მესამე ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიგრანტების განაწილების მექანიზმს, მეოთხე კი პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვარზე ღობის დემონტაჟს.

რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნენა 07:00 საათიდან 21:00 საათამდე.

მსგავსი თემები