,,გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ,  ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა”- გარდაცვლილის ახლობელი

შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნათესავი, დეაკო ძამაშვილი წერს.

მის მეგობარს გვანცა ბუბაშვილს კი ამ დრომდე ეძებენ.

,,გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და მოხალისეს. აღარ ვიცი, მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ. ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს, გაგვიფრინდა ანგელოზი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული. აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო,” – წერს დეაკო ძამაშვილი.

 

მსგავსი თემები