აფეთქება მოსკოვის ოლქში – ნაპოვნია 10 ცხედარი

ტელეგრამ არხი BAZA-ს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების ადგილზე 10 ცხედარია ნაპოვნი.

მედიის ცნობით,  ტერიტორია ნანგრევებისგან სრულად გაწმენდილი არ არის, შესაბამისად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

დაღუპულებზე ინფორმაციას რუსეთის ოფიციალური უწყებები ჯერ არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, გუშინ, მოსკოვის ოლქში, ადგილობრივი დროით 10:40 საათზე, სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, ათეულობით ადამიანი დაშავდა, საწარმოს საწარმოო ობიექტები და შენობები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში დარტყმის ტალღამ დააზიანა.

ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე  ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა შენობიდან და სახელოსნოდან სრული ევაკუაციაა გამოცხადდა.

მსგავსი თემები