,,ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს”- სტიქიის ზონაში მარტოხელა დედას ეძებენ

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრომდე ეძებენ 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედას, სოფო ბა­კუ­რა­ძეს.

სოციალურ ქსელში საზოგადოებას სოფო ბაკურაძის შვილის, 4 წლის ლუსის დახმარების თხოვნით მიმართავენ.

,,ჩვენი დახმარება სჭირდება 4 წლის ლუსის…სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლადანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი- ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს… ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა.

სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება…

თიბისი – GE97TB7512045061100018

მიმღები: გიორგი ბახტაძე

საქართველო – GE76BG0000000765107700

მიმღები გიორგი ბერიშვილი”, – ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.

 

მსგავსი თემები