უზარმაზარი თაფლის სახლი ჩინეთში

მინიის მხარე პეკინის ერთ-ერთი მთიანი ზონაა, სადაც უზარმაზარი თაფლის სახლია გაშენებული და ბუნებრივ პროდუქციას აწარმოებენ. ეს არის სიმწვანეში ჩაფლული გარემო, სადაც მხოლოდ ფუტკრების ბზუილი ისმის და მთელ პერიმეტრზე, მძის ძირში განთავსებულია ათასობით სკა.

სწორედ ამ ზონაში ამრავლებენ ფუტკარს და აქვე შეიქმნა 26 კოოპერატივი. კოოპერატივში 800 ოჯახია გაერთიანებული და უძღვებიან როგორც თაფლის, ასევე სხვა იმ პროდუქციის წარმოებას რასაც ფუტკარი იძლევა – ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი და სხვა.

პროდუქსიით კი ამარაგებენ არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ უცხოეთის ბაზრებს. აქვეა ფარმაცევტული ქარხანაც.

პერიმეტრზე მხოლოდ ის მცენარეებია გაშენებული, რომელიც ფუტკრისთვისაა საჭირო, რომ თაფლი ხარისხიანი გამოვიდეს.

პეკინში ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთი საწარმო, რომელშიც “მედიაცენტრი მთავარი” იმყოფებოდა, სწორედ ფუტკრის სახლი იყო. როგორც ადგილზე დასაქმებულები გვიყვებიან, ეს საწარმო მათთვის საარსებო და დოვლათის წყაროა. ტურისტებსაც ხშირად მასპინძლობენ და მინიის მხარეც საკმაოდ დატვრთულია.

 

მსგავსი თემები