ზაპოროჟიეზე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. არის მსხვერპლი. როგორც ქვეყნის შინაგა საქმეთა მინისტრი აცხადებს,  რუსეთმა, ამჯერად შეტევა საპოროჟიეზე მიიტანა.

„ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა“ – აცხადებს მინიტრი იგორ კლიმენკო.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. პარალელურად, აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის დახმარების შემცირება არც განიხილება.

„ვაშინგტონი აშშ-ში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს ვერ ხედავს“ – ასეთია თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) ჯონ კირბის განცხადება.

 

მსგავსი თემები