„მინდა მოგიყვეთ თუ გადმოგცეთ ის რაც უთქმელი დარჩა…”’- რას წერს მოქალაქე?

შოვში, სტიქიის ზონაში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი პოსტი რაჭველების შესახებ, რომლებიც ადგილზე მყოფებს დახმარებას უწევენ.

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა” ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველა რაჭველს, ვინც დაეხმარა.

„მინდა მოგიყვეთ თუ გადმოგცეთ ის რაც უთქმელი დარჩა… ყოველი ლოკაციაზე შესვლის შემდეგ იმ უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ ჩემი რაჭველები, გამწარებული რაჭველები.  შეკითხვების შემდეგ ყველა გვპატრონობდა მოჰქონდათ წყალი თუ საკვები ერთმანეთს არ აცდიდნენ, ამაღამ ჩვენთან რჩებითო  უკიდეგანო უბედურების ჟამს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი.

მადლობა იმ ოჯახს ვინც შეგვიფარა და დაგვაპურა სულ ძალად წამოგვყარეს მიყრილები და საჭმელი გვაჭამეს

არასდროს დამავიწყდება რაჭველი კაცი პირდაპირი გაგებით გადაგვეკიდა აღარ გვშორდებოდა “ადგილობრივი ვარ ხუთით თითიით ვიცი აქაურობა და რით დაგეხმაროთ”, ჩვენ რა თქმა უნდა უარი ვთქვით მის გამოყოლაზე. და მდინარის პირას გველოდებოდა აბა რა გინდათო ყავა, წყალი, საკვებიო დღეს ჩემს სახლში უნდა დარჩეთო…
არა და დანა პირს არ გვიხსნიდა, უკვე ვემალებიდით და მაინც გვპოულობდა .

ბოლოს დავაკვირდი მარტო ჩვენ არა ყველასთან, ყველასთან მაქსიმალურად იხარჯობოდა. ამ პოსტით მადლობას ვუხდი ყველა რაჭველს ვინც დაგვეხმარა”,- წერს მოქალაქე.

მსგავსი თემები