ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება შესაძლოა შეაჩეროს

„გარდიანის“ ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება. გამოცემის ცნობით,  გადაწყვეტილებას ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მიიღებს.

გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ვიზის მიღებას გამარტივებული წესით ვეღარ შეძლებენ, გაიზრდება სავიზო მოსაკრებელიც.

როგორც გამოცემა  იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის შეზღუდვისკენაა მიმართული. წლის ბოლომდე ევროკავშირი, რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, დამატებითი ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს.

 

 

მსგავსი თემები