ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მისივე თქმით, ყოფილმა მთავარსარდალმა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა.

,,ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა. იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენ ხალხს და მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა და ნახა მთელმა საზოგადოებამ, არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ ნახა საუბედუროდ”, – განაცხადა  ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მსგავსი თემები