საქართველოს ახალი ვერტმფრნი დეკემბერში ექნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ქვეყანა ერთ ახალ ვერტმფრენს მიმდინარე წლის ბლოს მიიღებს.

„ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან შოცის ტრაგდიაზე საუბრისას.

 

მსგავსი თემები