,,ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, ვეძებ ბიჭს”- დაღუპულის მამა

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის  2 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაცია  “ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა.

,,ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” დავით მაისურაძემ.

 

მსგავსი თემები