იტალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ივლისში, რეკორდული სიცხეების ფონზე, ჩვეულებრივზე შვიდი პროცენტით მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველთვიური მონაცემების თამახმად,  ექსტრემალური ტემპერატურის გავლენა ივლისის თვეში 2015 წლიდან 2019 წლამდე იმავე პერიოდში დაფიქსირებულ სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია.

სამინისტროს ცნობით, რეკორდულმა ტემპერატურამ 75 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მეტი შემთხვევა გამოიწვია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი აღმოჩნდა სამხრეთ იტალიის ქალაქებში, როგორებიცაა ბარი, კატანია და რეჯო-კალაბრია.

 

მსგავსი თემები