,,15 წელი გავიდა, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე”- ირაკლი კობახიძე

,,15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე. ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, ამასთან ერთად ეს დღეები, 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ, ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული. მადლობა მათ ამისათვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება. ეს იყო მათი ოცნება, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირების სულებს,” – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

მსგავსი თემები