,,მაშინდელმა ხელისუფლებამ ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით”- შალვა პაპუაშვილი

,,მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა.

მისი თქმით,  მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება.

„უკრაინის საკითხი არის უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხი. მე ვსაუბრობ საქართველოზე და ზოგად პრინციპზე. თავისთავად, არის საკითხები, რისი არიდებაც შეუძლებელია, როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა. რთულია, მას წინ აღუდგე, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც ის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ვიყავით მარტო და ვიყავით პატარა, ამიტომაც დავმარცხდით. არ გვქონდა მაშინ არანაირი სამხედრო დახმარება, არ მიგვიღია. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, რა იყო ამის განმაპირობებელი, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები