ჰოლანდიის საკლასო ოთახებში, მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები იკრძალება

2024 წლის 1 იანვრიდან ჰოლანდიაში საკლასო ოთახებში აიკრძალება მობილური ტელეფონების, პლანშეტების და სმარტ საათების გამოყენება. მიზეზად გაკვეთილების დროს ყურადღების გაფანტვის შეზღუდვა სახელდება.

მოწყობილობები დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სპეციალურად არის საჭირო, მაგალითად, ციფრული უნარების გაკვეთილების დროს, სამედიცინო მიზეზების გამო ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები ჩვენს ცხოვრებასთან არის გადაჯაჭვული, ისინი კლასს არ ეკუთვნის. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კონცენტრირება და უნდა მიეცეთ საშუალება კარგად ისწავლონ. მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ მობილური ტელეფონები არეულობაა. ჩვენ უნდა დავიცვათ სტუდენტები ამისგან“,- განაცხადა განათლების მინისტრმა რობერტ დიკგრააფმა.

აკრძალვა სამინისტროს, სკოლებსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს შორის შეთანხმების შედეგია.

მსგავსი თემები