უკრაინის კონტრშეტევები გეგმის მიხედვით მიდის – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ მარკ მილის ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ კონტრშეტევა ისე მიდის, როგორც მოსალოდნელი იყო.

„მე განვახორციელე სატელეფონო საუბარი გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, გენერალ მარკ მილისთან. ვაცნობე წინა ხაზზე არსებული ოპერატიული ვითარება. უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. ვითარება გეგმის მიხედვით ვითარდება, ინიციატივა ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

ზალუჟნიიმ ასევე მადლობა გადაუხადა მილის უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელი საჭიროებები იარაღისა და საბრძოლო მასალის თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიის რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლების გასაგრძელებლად“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მსგავსი თემები