„ზოგი ისევ მოსკოვს უყურებს, ზოგს ეშინია რუსეთის, თუმცა მჯერა, რომ ეს დიდი მომენტია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ წინ მივიწევთ. ახლა ინიციატივა ჩვენია. შეტევა არ არის სწრაფი, ეს ფაქტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინ მივიწევთ და არა უკან, როგორც რუსები,”- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ ნატო-ს ლიდერებს მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მომავალ კვირას ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ.

„ზოგი ისევ მოსკოვს უყურებს, ზოგს ეშინია რუსეთის, თუმცა მჯერა, რომ ეს დიდი მომენტია, დიდი შანსია იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მთელი ალიანსის სიმამაცე და სიძლიერე. ჩვენ ვსაუბრობთ მკაფიო სიგნალების, კონკრეტული საკითხების შესახებ მოწვევის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ეს მოტივაცია. გვჭირდება გულწრფელობა ჩვენს ურთიერთობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები