,,არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს კადიროვი კრემლისკენ გაემართება მარშით”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ უნდა გაგვიკვიდეს, თუ ერთ დღეს  პრიგოჟინი ან კადიროვი – პირდაპირ კრემლისკენ გაემართება მარშით. მისი თქმით, პუტინი იმდენად სუსტია, რომ რუსეთის რეგიონებსაც კი ვერ იცავს საკუთარი ბოევიკებისგან.

,,რუსეთის მეთაური უკვე იმდენად სუსტია, რომ რუსეთის რეგიონებსაც კი ვერ იცავს საკუთარი ბოევიკებისგან და თუ ერთ დღეს ვინმე – პრიგოჟინი ან, მაგალითად, კადიროვი – პირდაპირ კრემლისკენ გაემართება მარშით, არ უნდა გაგიკვირდეთ. რუსული საბრძოლო მზადყოფნის ყველა ნარჩენი ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებშია და მათ, ვინც რუსეთში ამ რეჟიმის უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, არანაირი მოტივაცია არ აქვს. ამიტომ, ახლა მხოლოდ ერთობლივი ზეწოლა უნდა გავზარდოთ”, – განაცხადა ვოლოდიმირზელენსკიმ.

მსგავსი თემები