საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს – პრეზიდენტი

გლობალიზებულ, მაგრამ კონფლიქტებითა და ძალადობით გაჟღენთილ დაუწყნარებელ სამყაროში, კულტურების მრავალფეროვნება და მათ შორის დიალოგი უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებისთვის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს.

„თქვენ სტუმრობთ საქართველოს თავისი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპისკენ მტკიცე მსვლელობისას; მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ამ წლის ბოლოს ველოდებით, კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა; ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილი და ნებაა, რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან და თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს.

ამ გლობალიზებულ, მაგრამ კონფლიქტებითა და ძალადობით გაჟღენთილ დაუწყნარებელ სამყაროში, კულტურების მრავალფეროვნება და მათ შორის დიალოგი უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე: ეს არის გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების ნაწილით, რომელთა შორის ტოლერანტობა გამორჩეულია,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები