მთავარია, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციამ დაიბრალოს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს.

,,მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ. უკვე არასერიოზულია ეს მსჯელობა, იმ ფონზე როდესაც ზეპირად ვიცით რასაც აკეთებენ ისინი [ოპოზიცია] როდესაც დადიან სხავდასხვა დედაქალაქებში და რას საუბრობენ იქ, როგორ გულშემატკივობენენ გულშემატკივრობენ საქართველოში სტატუსის მიცემას. ზეპირად ვიცით ყველაფერი, თვითონაც მიდიან და საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორ ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორ გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია, მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციამ დაიბრალოს”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები