,,თავს მშენებლებად ასაღებდნენ”- პოლონეთში ძარცვისთვის ორი ქართველი დააკავეს

პოლონეთში ძარცვისთვის ორი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველები თავს მშენებლებად ასაღებდნენ და სახლებს ძარცვავდნენ.

მძარცველები ხშირად იცვლიდნენ იმიჯს. ბინებში შესვლის მიზნით, ისინი თავს ასაღებდნენ ყვავილების გამყიდველებად ან მშენებლებად.

37 წლის და 42 წლის ქართველები ვროცლავში, გაცვლის სადგურიდან გამოსვლისას დააკავეს. მათ მანქანაში 200 000-მდე ზლოტი და სამკაულები ჰქონდათ.

ორივე მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დააკავეს. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი თემები