,,საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით”- პრემიერი

,,საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა ევროინტეგრაციის გზა.

,,საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები. საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა ევროინტეგრაციის გზა, ჩვენ ამ გზას მივყვებით ფრთხილად, დიდი მონდომებით და ნებისყოფით. ჩვენ ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს. უფრო მეტიც, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ განხორციელდა ყველა ის რეფორმა, რამაც საქართველო წარმატებული ქვეყანად აქცია კორუფციასთან ბრძოლაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში, ბიუროკრატიის შემცირებაში, ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაში, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა გავხადეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები