,,საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის წინაშე პირნათელია. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე, არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იფარებდა.

,,საქართველო პირნათელი არის უკრაინის წინაშე, პირნათელი არის ახლაც, მაშინ, როდესაც ომი დაიწყო, იყო ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის საქართველო და ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლება იყო პირნათელი უკრაინის წინაშე, ხოლო უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე, არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იფარებდა, ზურაბ ადეიშვილს იფარებდა, მაშინ, როდესაც გია ლორთქიფანიძემ რომელმაც შემოაპარა სააკაშვილი აქ, რომ ქვეყანა აერია, თქვენი ცხოვრება აერია. ეს ადამიანი დღეს არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები