,,დაასვენეთ ეს ქვეყანა”- ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

,,ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, დაასვენეთ ეს ქვეყანა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ”ძლივს ამოისუნთქა”.

,,ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ვიცი რომ ამას არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა გთხოვოთ თქვენ, დაასვენეთ ეს ქვეყანა, უბრალოდ დაასვენეთ ეს ქვეყანა, ძლივს ამოისუნთქა საქართველომ, ჩვენ გამოვიარეთ ამ 10 წლის განმავლობაში 2 კრიზისი, პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ, 2015-2016 წლები, მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა ამ ყველაფერს რეგიონზე და საქართველოზეც, გვქონდა სავალუტო კრიზისი, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2015-2016 წლებში, ამის შემდეგ იყო კოვიდი, რამაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ამ ათი წლის განმავლობაში სამი წელი გვქონდა კრიზისული,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები