„რა დაშავდება ცივი მჭადის ნაცვლად თბილი პური რომ მიუტანონ? ის დაშავდება, რომ გასუქდება“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ოჯახი ძალიან ცუდად იქცევა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილთან კალორიული საკვები იმიტომ არ მიაქვთ რომ ის არ გასუქდეს და კარგად არ გახდეს.

„სააკაშვილის მდგომარეობისთვის გამოსავალი არის ის, რომ მან ჩვეულებრივად მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები. რა დაშავდება ცივი მჭადის ნაცვლად თბილი პური რომ მიუტანონ? ის დაშავდება, რომ გასუქდება. რა სამარცხვინოა ოჯახის ქმედება. გასაგებია, რომ თავად სააკაშვილი ეუბნება, რომ არასათანადო კალორაჟის საკვები მიუტანონ, მაგრამ როდესაც დედა, ძმა ან შვილი ხარ, როგორ შეიძლება ასე მოიქცე. კეთილი ინებონ და თვითდაზიანების მცდელობებს თავი დაანებონ. ასეთ შემთხვევაში პრობლემა აღარ იქნება“ – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები