სემეკმა სსე-ს, ენერგეტიკული ბირჟისა და ესკოს ანგარიშები მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ანგარიში ელექტროენერგიის ორგანიზებული
ბაზრების ამოქმედების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შესრულების შესახებ. წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, ბაზრის ამოქმედების უზრუნველსაყოფად კვლავ განისაზღვრა რიგი ღონისძიებების შესრულებისა და დასრულების აუცილებლობა.

საბითუმო ორგანიზებული ბაზრების დროულად გახსნის უზრუნველსაყოფად, სემეკმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასასვლელად კომპანიების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა. ასევე, განისაზღვრა განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის შესახებ სემეკში ყოველთვიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. მოსმენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკმა მიზანშეწონილად ჩათვალა კვლავ ჩაეტარებინა საჯარო მოსმენა ელექტროენერგიის ბაზრების ამოქმედების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.

მსგავსი თემები