,,შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ”- ჩარკვიანი პრემიერს თხოვნით მიმართავს

„ბატონო ირაკლი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. ამ დარბაზში უკვე მტრად ვექეცით ყველა ერთმანეთს და ეს ძალიან არ მომწონს. საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ის არის მრავალსაუკუნოვანი მტერი – რუსეთი“,- განაცხადა პარლამენტის უფრაქციო წევრმა, თამარ ჩარკვიანმა პარლამენტში  ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ.

თამარ ჩარკვიანმა თხოვნით მიმართა პრემიერ-მინისტრს.

„შეიძლება ძალიან არაპოპულარული იყოს, მაგრამ მე დღეს მოვედი თხოვნით. მე განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა, რომ  ჩემი თავი არ ჩამეგდო უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ამას ხშირად არასწორი და სუბიექტური პოლიტიკური განხილვა მოჰყვება ხოლმე. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება ეს იყოს არაპოპულარული, მაგრამ ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა გულწრფელობითაც ამას ვამბობ, ამის მტკიცება არ მჭირდება“, – მიმართა თამარ ჩარკვიანმა ირაკლი ღარიბაშვილს.

მსგავსი თემები