„ივანიშვილი ოლიგარქია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

„ბიძინა ივანიშვილი კი, ალბათ ოლიგარქია. იმ გაგებით რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა აქვს და პოლიტიკაზე გავლენა. ამ გაგებით არის, მაგრამ, ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკურ სისტემის არგამჭვირვალეობა. ამისი თქმა მინდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტლებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ასე შემდეგ“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველზე“.

მსგავსი თემები