,,ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერა სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, ევროპარლამენტარებმა თქვეს,  რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. „მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომელიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების განცხადებებს. ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ანუ მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი…

მეტი...

,,7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ მეხუთე კოლონა”- პრემიერი

,,გეგმა რჩება ისევ გეგმად, საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი მტრული ძალები და ე.წ. მეხუთე კოლონა საქართველოში შეეცადონ დესტაბილიზაციას და გადმოიტანონ ომი, არსად არ წასულა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მტრულ ძალებს დასახული მიზნის მისაღწევად რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მათ შორის იყო კანდიდატის სტატუსის არ მიცემა, თბილისში გამართული აქციები სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ და ორიოდე კვირის წინ,7-8 მარტს გამართული ძალადობრივი აქციები, სადაც აქციის მონაწილე დესტრუქციული ძალები პოლიციელების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და ქვებს ისროდნენ. პრემიერ-მინისტრის თქმით,…

მეტი...

,,საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი ავანსად, როგორც ეს მისცეს უკრაინას და მოლდოვას”- ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არ იქნა მოცემული სტატუსი, დავიწყეთ, პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და უმოკლეს ვადებში შესრულდა ყველა ის ვალდებულება, რომლის შესრულებაც შესაძლებელი იყო იმ მოკლე ვადებში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი განსზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება და მიუხედავად ამისა, ოპოზიციის მხრიდან იყო მხოლოდ ბოიკოტი და საბოტაჟი. „აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება, პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს, ეს არის ამერიკა, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ…

მეტი...

,,რეალური საფრთხე დღეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხე დღეს არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. ,,რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო,…

მეტი...

,,გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში”- ანალენა ბერბოკი

,,საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ – ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი,”- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. აღნიშნული შესახებ მინიტრმა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ,,ჩვენ გერმანიაში გასული კვირების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თუ რა ხდებოდა უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი…

მეტი...

,,ევროკავშირი ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია”- ილია დარჩიაშვილი

,,ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს მხარდამჭერი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა. ,,ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მეტი...

,,სააკაშვილის შემოსვლის მიზანი იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი”- პრემიერი

2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებული იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის გათვლებით საქართველოში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა. პრემიერის განცხადებით, რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩავარდა და ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს. „მისი მიამიტური გათვლებით, აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმას, როცა, გახსოვთ, უკვე დაწყებული იყო საუბრები…

მეტი...

,,დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერის თქმით, დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ,,დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს, მძაფრდება და…

მეტი...

,,ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოზე. „რაც შეეხება ამ ომის რისკებს და ომის დასრულების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მის პირდაპირ გავლენას, მემგონი ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე და უკვე ახლაც  აქვს გავლენა. ჩვენ ომის დაწყების დღიდან და მანამდეც, მე…

მეტი...

,,შემოხვედით და შემოიტანეთ ბაზარი”- სამხარაძე დეკანოიძეს

„უხერხულობას უნდა გრძნობდე იმის გამო, რომ საზღვარგარეთ ვიზიტებისას აბრალებთ საკუთარ სახელმწიფოს ისეთ რაღაცებს, რომელსაც მტერიც არ დააბრალებს,”- ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კ ხატია დეკანოიძეს მიმართა. სამხარაძემ  ხატია დეკანოიძეს წესრიგისკენ მოუწოდა. „თქვენ შემოხვედით ახალი წევრი და შემოიტანეთ ბაზარი. რაც თქვენ წეღან აღნიშნეთ, ეს ბაზარი შემოიტანეთ თქვენ ამ კომიტეტში. მე ბევრად უფრო მეტად უხერხულად ვიგრძნობდი თავს. უცხო ქვეყნის, მეგობარი ქვეყნის ტელევიზიაში, რომელიც ომშია ჩართული, თქვენ საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას აბრალებთ, რომ ის ეხმარება რუსეთს და ამის საპასუხოდ არანაირი არგუმენტი არ გაქვთ, არანაირი ფაქტი არ გაქვთ. ეს…

მეტი...

„საქაერონავიგაცია“ უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ანალენა ბერბოკის ბორტს პრობლემა სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა

„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ანალენა ბერბოკის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა,” – ამის შესახებ „საქაერონავიგაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. მათი განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი, მეორე მცდელობაზე დაჯდა. ,,საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული – ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ…

მეტი...

ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველოს პარლამენტში პარტია “ქართული ოცნების” ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. უფლებამოსილების ვადა შეუწყდათ – ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს. ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებლად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად,  გიორგი ამილახვარი კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

მეტი...

ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა”დატოვა. მისი თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. ,,ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, რა თქმა უნდა, ემოციური, მაგრამ სწორი. ამ ეტაპზე ჩემი და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა, რომელშიც მე გავატარე მრავალი წელი, არის დასრულებული. ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის ზოგადად გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ ძველი პარადიგმა ახალ რეალობაში, მაშინ როდესაც საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, უბრალოდ არ იმუშავებს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მეტი...

,,ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე”- საელჩო

,,ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას,” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მინისტრი ისაუბრებს სტუდენტებთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

ხანძარი თბილისში – კლინიკასთან ხანძარი გაჩნდა

“თოდუას კლინიკასთან” ხანძარი გაჩნდა. კადრები ადგილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეტი...

რუსეთმა კრივი რიჰი დრონებით დაბომბა

რუსეთმა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰი დაბომბა.  ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერიი ლისაკის განცხადებით, რუსეთმა შეტევა დრონებით განახორციელა.

მეტი...

,,ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი”- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბერბოკს შეხვდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, მთავარი გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა. ,,ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს რუსული კანონი, რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე, ინიცირებისა და ჩაგდების შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში, ჩვენ მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ სტატუსს, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენ ჩვენის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირისგან სტატუსი მივიღოთ, მაგრამ,…

მეტი...

,,არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია”- დაჩი ბერაია

,,არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია”- ასე აფასებს ”ხალხის ძალის” წევრი, დაჩი ბერაია პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ვიქტორ ჯაფარიძემ  ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონის ჩაარტყა. ,,არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იქ ვიყავი, ადგილზე ვიყავი, თქვენ უყურეთ პროცესს? თავიდან ბოლომდე უყურეთ პროცესს? მე იქ ვარ, თუ ხედავთ, დააკვირდით კადრებს, იქ ვდგავარ, ნაცრისფერი პიჯაკით. რად მინდა კადრების ნახვა, არ არის ეს ძალადობა”, –  განაცხადა დაჩი ბერაიამ.     ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

მეტი...

,,რამიშვილის საქმეზე იგივე მოხდა ფაქტობრივად, ძალადობაში ბრალდებული კაცის მხარე დაიჭირა ხელისუფლებამ” – დოროყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი შალვა რამიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მან საკუთარ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. ,,მინდა გამოვეხმაურო რამიშვილის საქმეს, სადაც იგივე მოხდა  ფაქტობრივად. ძალადობაში ბრალდებული კაცის მხარე დაიჭირა საქართველოს ხელისუფლებამ. მინდა გულმხურვალე მხარდაჭერა გამოვუცხადაო იმ ქალებს. ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებამ გვითხრა, თქვენ არაფერი გეშველებათ. მათ საერთოდ, გააზრება არ აქვთ, რა არის ქალთა უფლებები.”, – განცხადა ნეკა დოროყაშვილმა ”ფორმულას” ეთერში”.

მეტი...

,,თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ”- ზელენსკი

,,თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ,” – აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ ფორმატში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,  აფასებს ევროპულ მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობისადმი. ,,დანამდვილებით არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რომელი ბრძოლები მოგვიტანს უფრო სწრაფ წარმატებას და რომელი მოითხოვს უფრო მეტ ძალისხმევას. მაგრამ ცხადია, რომ თუ არ იქნება შეფერხებები ან სტაგნაცია ჩვენს თანამშრომლობაში, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვება უკვე წელს იქნება მოპოვებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ხანძარი ქემალფაშაში – დამწვარია ჩაის ქარხანა

ქემალფაშაში მდებარე ჩაის ქარხანაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი  ჩაის საწყობში ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ხანძარს მეხანძრეები ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ და ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. მედიის ცნობით, ქარხანას ხანძრის შედეგად მილიონობით ლირის ზიანი მიადგა.

მეტი...

,,ძაღლების ცოფით დაავადების 7 შემთხვევაა გამოვლენილი”- ამბროლაურში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით,  ძაღლების ცოფით დაავადების 7 შემთხვევაა გამოვლენილი. ,,დღეის მდგომარეობით,  ძაღლების ცოფით დაავადების 7 შემთხვევაა გამოვლენილი ქ. ამბროლაურში და მუნიციპალიტეტის სოფლებში – კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, გორი. ვირუსი დაუდასტურდა 4 პატრონიან, 2 უმეთვალყურეო და ერთ მიკედლებულ ძაღლს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ცოფის გამოვლენის კერებში იცრება დაავადების ამთვისებელი ყველა შინაური ცხოველი, ტარდება ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები. სააგენტოს რეკომენდაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების  ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60…

მეტი...

ბერბოკის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა – Spiegel

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი,რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თბილისში ჩამოფრინდა, აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა. გამოცემის ცნობით, მიზეზი ის იყო, რომ ასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავი იყო, რის გამოც სამთავრობო თვითმფრინავის მიღება ვერ ხერხდებოდა. წოგორს გამოცემა წერს,  ჩანდა, თითქოს შასი შეეხო ასაფრენ ბილიკს, როცა პილოტი სწრაფად აფრინდა. მათივე ინფორმაციით, პილოტს სწრაფად მოუწია მანევრირება, რადგან ბილიკი დაბლოკილი იყო. თვითმფრინავი თბილისში ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უნდა ჩასულიყო. Spiegel-ის ინფორმაციით კი,  თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით 23:20 საათზე დაჯდა.

მეტი...

დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. „მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი“, – ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.  

მეტი...

თურქეთში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქული მედიის ინფორმაციით,  ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი გოქსუნის რაიონი იყო. მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 03:39 საათზე დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ნრგევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მეტი...

ქორწილი მიხეილ სააკაშვილის ბანერის ფონზე

ქორწილი მიხეილ სააკაშვილის ბანერის ფონზე. ქართველმა წყვილმა ქორწილში მესამე პრეზიდენტის ბანერი გამოფინა. ამასთან, წყვილმა სადედოფლო სუფრასთან უკრაინის და საქართველოს დროშებიც გადმოფინეს.

მეტი...

,,ტურისტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ნამდვილი აფხაზური ხაჭაპური”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი „ტელეგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც სოჭიდან გაგრის მიმართულებით ახალი მატარებკუს დანიშვნას ეხმიანება. ,,როგორც იქნა, ძალიან მალე სოჭი-გაგრის მიმართულებით ახალი მატარებელი „ლასტოჩკა“ იმოძრავებს. გვპირდებიან, რომ ის უკვე აპრილიდან ამოქმედდება. ახლა უკვე ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, გათბნენ ულამაზესი თეთრი კლდეების გარემოცვაში და დააგემოვნონ ნამდვილი აფხაზური ხაჭაპური. კარგი, ისაა რომ მატარებლით თქვენ ისე გაივლით სასაზღვრო კონტროლს, რომ მატარებლიდან ჩამოსვლა არ დაგჭირდებათ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მალე ამ ულამაზესი ქვეყნის მიმართულებით, სხვა ქალაქებიდან ახალი რეისებიც დაინიშნება” – წერს კანდელაკი.

მეტი...

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტიას ტოვებს. მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. „ვფიქრობ, ჩემი და პარტიის ურთიერთობის რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს, ეს მომენტი ძალიან მალე უნდა დადგეს. რაღაცნაირად ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით დროსა და მომენტს. ეს ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც გუშინ ვთქვი. პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპისა და ღირსების საკითხია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მეტი...

მკვლელობა თბილისში – ბელიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 60 წლამდე მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. წყარო: ”პრაიმტაიმი”.  

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავები ძალადობრივ დანაშაულებში ამხილა

 სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში  ამხილა. უწყბის ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ.ბათუმში მოქალაქის უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენის ფაქტზე, 2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა…

მეტი...

აშშ-ის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა შემაშფოთებელი გზავნილია

რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის რამდენიმე დღიან ვიზიტთან და ხელმოწერილ შეთანხმებებთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მონისტრი შეფასებას აკეთებს, როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრები და გარკვეულ დოკუმენტებზე ხელმოწერა შემაშფოთებელი გზავნილია. „ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელი გზავნილია,  მხარდაჭერის გზავნილი“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი. მისი შეფასებით, მართალია, ჩინეთი ოფიციალურად არ ადასტურებს რუსეთის მხარდაჭერას და აცხადებს, რომ სამშვიდობო პოლიტიკის მომხრეა, თუმცა,  მისი ოფიციალური შეხვედრები დიქტატორ პუტინთან ცა მხარდაჭერის დემონსტრირებაა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ“ – აცხადებს ლოიდ ოსტინი.  

მეტი...

50 ჭრლობა მიაყენა და დაწვა სცადა – დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც მეზობელი 50 ჭრილობით მოკლა, ლიფტში შეაგდო და ცეცხლი წაუკიდა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საუბარია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მარტს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

მეტი...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფება

2023 წლის 23 მარტს, საქართველოს ორდღიანი  ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.  

მეტი...