,,პრემიერმა 10:0 მოუგო დებატები ოპოზიციის წარმომადგენლებს”- ირაკლი კობახიძე

,,დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა 10-ით 0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა 10-ით 0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე. მათი უსუსური და პირდაპირ ვიტყვი, ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე. ჩანს აშკარად მათი ინტელექტის დეფიციტი და ამ გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიცია. აქ არის ძალიან სერიოზული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მადლობა კიდევ ერთხელ პრემიერს ამისთვის. სხვათა შორის, როცა ინტელექტზე და განათლებაზე როცა არის საუბარი, ქალბატონმა ეკამ დაუწუნა პრემიერს განათლება და როგორც ჩანს სორბონის განათლება არ აკმაყოფილებს ქალბატონ ეკას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები