,,სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს”- ირაკლი კობახიძე

„მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს. ეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო,”-  ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა უკრაინის ხელშეწყობით მოხდა.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელშეწყობით, მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს. ეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო. ეს სიტყვა რადიკალურ ოპოზიციას არ მოეწონა”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები