,,თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ?”- ანა ნაცვლიშვილი

,,ვის უნდა დააჯეროთ რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოსულხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურით თუ არაა გარშემორტყმული აქაურობა და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის?!”- ამ სიტყვებით ”ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს მიმართა.

მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ხალხი, დასავლეთი და ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნა.

,,კითხვები იყო სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე. ესაა პრიორიტეტები. სახელმწიფოზე საუბარიც კი არ შეგიძლიათ, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოებაზე შეგიძლიათ ბურდღუნი. საქართველოს ემუქრება საფრთხე და ეს საფრთხე ხართ თქვენ – რუსული ოცნება ხელისუფლებაში. მაგრამ ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ეს ნიღაბი, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით. გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, რომელმაც ჩამოგხსნათ ეს ნიღაბი და გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებული,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები