,,ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა”- მამუკა მდინარაძე

„დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისათვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ,”  – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, პერსპექტივა არა აქვს ქვეყნის ამოყირავების მცდელობას.

„ღირსებით შევალთ ევროპაში.  ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ევროპულობისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი და ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები